Belive

ნაგელსმანი: ,,მუსიალამ და ბელინგემმა გავიზე კარგი სეზონი ჩაატარეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი მიიჩნევს, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს ჯამალ მუსიალა და ჯუდ ბელინგემიც იმსახურებდნენ:

,,ჩემი აზრით, ჯამალ მუსიალამ და ჯუდ ბელინგემმა გამარჯვებულზე კარგი სეზონი ჩაატარეს.

თუმცა, გავიც გამორჩეული ფეხბურთელია და მისი წარმატებაც მიხარია,'' - განაცხადა ნაგელსმანმა.

,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად გავი დასახელდა.

18 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში კატალონიის ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები