Belive

ნაჩო: "სერხიო რამოსი რეალში პრინციპულად არ უნდა დაბრუნდეს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "სამეფო კლუბის" ლეგენდამ - სერხიო რამოსმა, თავის ყოფილ კლუბს მძიმე ტრავმების გამო დახმარება შესთავაზა, თუმცა მადრიდის "რეალმა" იგი უარით გაისტუმრა.

ამის შესახებ, მადრიდის "რეალის" ლეგენდამ - ნაჩომ ისაუბრა.

"ის, რომ რეალის დაცვის ხაზში მძიმე და სერიოზული პრობლემებია ფაქტია და ეს ძალიან მაწუხებს. მსურს, ედერ მილიტაოს თანადგომა გამოვუცხადო, დავიდ ალაბას კი დროული დაბრუნება ვუსურვო, ავსტრიელმა უკვე 1 წელიწადზე მეტი გააცდინა, რაც საშინლად მოქმედებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ესპანეთში ხშირად ვრცელდება ხოლმე დაუზუსტებელი ინფორმაციები. არ ვთვლი, რომ ლეგენდა გუნდში უნდა დაბრუნდეს, რადგან ეს ისტორია უკვე დასრულდა - ეს ისტორია ოქროს ასოებით ჩაიწერა რეალის დიდ წიგნში.

ჩემი დაბრუნება? რა თქმა უნდა, ეს სისულელეა და ეს ყველაფერი კომენტარსაც არ საჭიროებს. ანჩელოტი ჭკვიანი მწვრთნელია. დარწმუნებული ვარ, ხარვეზებს მოაგვარებს და დაცვის პრობლემების გადაჭრის იდეალურ ფორმულას იპოვის.

მივესალმები კასტილიელი ფეხბურთელების მთავარ გუნდში დაწინაურებას, ეს ყოველთვის სარგებლის მომტანი ნაბიჯია, პირველად მეც ასეთი შესაძლებლობა მომეცა.

რაულ ასენსიომ ოსასუნასთან შეხვედრაში დაამტკიცა, რომ წნეხი მისთვის არაფერს ნიშნავს, ახალგაზრდა მცველს წარმატებებს ვუსურვებ, ის ძალიან მაღალი დონის უკანახაზელია და დიდ პერსპექტივას ფლობს..." - ნაჩო

სერხიო რამოსი "სამეფო კლუბში" 2004/2005 წლების სეზონიდან 2021 წლის ჩათვლით თამაშობდა. მან ამ კლუბის მაისურით 671 მატჩი ჩაატარა, სადაც 101 გოლის გატანა და 40 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

38 წლის მცველმა "რეალის" მაისურით 4-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის, 3-ჯერ უეფას სუპერ თასის, 4-ჯერ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, 5-ჯერ ლა ლიგის, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასის მოგება და 2-ჯერ ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა, დანარჩენი კი უბრალოდ ძალიან დიდი ისტორიაა.

სხვა სტატიები