Belive

ნ'გოლო კანტე არსენალში გადასვლაზე თანახმაა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Sport Bible-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსის" ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე თანახმაა "არსენალს" შეუერთდეს. როგორც ირკვევა გუნდს და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. 32 წლის კანტე "მეთოფეებს" სეზონის ბოლოს შეუერთდება.

მიმდინარე სეზონი ფრანგი ნახევარმცველისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. მან სექტემბერში ფეხზე სერიოზული დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ოპერაციის გაკეთება მოუწია.

ნახევარმცველის მიმართ კიდევ არაერთი კლუბის იჩენს ინტერესს. იტალიიდან “იუვენტუსსა” და “ინტერს” სურს ფეხბურთელის გადაბირება. არის შესაძლებლობა, რომ ნ’გოლომ საფრანგეთში, კერძოდ, “პსჟ-ში” ითამაშოს, თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

შეგახსენებთ, რომ კანტე “ჩელსიში” “ლესტერიდან” 2016 წელს გადავიდა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო.

სხვა სტატიები