Belive

მუნირი ბარსელონას ემოციურად გამოემშვიდობა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილმა შემტევმა, მუნირ ელ ჰადადიმ გუნდი რამდენიმე დღის წინ დატოვა და "სევილიაში" გადაბარგდა. ყოფილ გუნდს ის ემოციურად დაემშვიდობა. სოციალურ ქსელში მუნირმა "ბარსელონაზე" ისაუბრა და გუნდის დატოვების გამო მწუხარება გამოთქვა.
"აქ მე 16 წლის ასაკში დავბრუნდი. ლა მასიაში ყოფნა ყველასთვის დიდი ოცნება იყო და მე გამიმართლა. მე ვიზრდებოდი და ვუყურებდი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს, მათთან ერთად გასახდელში ვიდექი და ეს დიდი პატივია. რამდენჯერმე მომიწია გუნდის დატოვება, თუმცა უკან დავბრუნდი უკეთესი მომავლის იმედით. ახლა კვლავ მიწევს წასვლა. ყოველთვის ჩემს გულში იქნები" - წერს მუნირ ელ ჰადადი.

სხვა სტატიები