Belive

მუნდიალის შემდეგ მექსიკის მწვრთნელი რაფა მარკესი გახდება

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

რაც არ უნდა მოხდეს ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს იქნება ხავიერ აგირეს ბოლო მატჩები მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, რადგან მის ადგილს, ამჟამინდელი თანაშემწე და მექსიკის საფეხბურთო ლეგენდა, რაფაელ მარკესი დაიკავებს.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორ თვეზე ნაკლები ხნით ადრე, მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის (FMF) დირექტორმა, დუილიო დავინომ დაადასტურა, რომ მარკესის მთავარ ნაკრებს ჩაიბარებს.

მარკესმა კარიერა 1996 წელს ატლასში დაიწყო, კლუბთან ერთად 70-ზე მეტ თამაშში მიიღო მონაწილეობა, სანამ 1999 წელს მონაკოში გადავიდოდა - საფრანგეთში მან ლიგა 1-ის ტიტული მოიგო. 2003 წელს მარკესი ბარსელონას შეუერთდა და კლუბის ისტორიაში პირველი მექსიკელი გახდა. „ბლაუგრანასთან“ ერთად შვიდი სეზონის განმავლობაში მან 240-ზე მეტ თამაშში მიიღო მონაწილეობა და მრავალი ტიტული მოიპოვა, მათ შორის ლა ლიგის ოთხი თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტული.

მარკესი მექსიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში მეოთხე ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელია (მთელი კარიერის განმავლობაში 147 მატჩი ჩაატარა). 2018 წელს ის მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა (თანამემამულე ანტონიო კარბახალის, ლოთარ მათეუსის და ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ).