Belive

მუნდიალი 2022 | ტიტე: "ნეიმარი ჩვენი გუნდის ტექნიკური ლიდერი და ცენტრალური ფიგურაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ - 4:1 გამარჯვების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და მისი გუნდის ლიდერის, ნეიმარის კარგ თამაშს ხაზი გაუსვა.

"ნეიმარის თამაში ტექნიკური ლიდერობის მაგალითია. როდესაც გუნდი ეძებს მოთამაშეს ბურთის გადასაწოდებლად, მათ იციან, რომ ჰყავთ მშვილდით და ისრით შეიარაღებული ფეხბურთელი, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია.

ნეიმარი გუნდის ტექნიკური ლიდერია. ყველას აქვს შესანიშნავი მახასიათებლები, მაგრამ ის არის ცენტრი, რომელიც აძლიერებს სხვებს", - თქვა ტიტემ.

სამხრეთ კორეის ნაკრების დამმარცხებელი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი გამოსვლას 1/4-ფინალში გააგრძელებს, სადაც ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 9 დეკემბერს, “განათლების ქალაქის” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები