Belive

მუნდიალი 2022 | რა ხდებოდა საუდის არაბეთის გასახდელში არგენტინასთან მატჩის შესვენების დროს? | VIDEO

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია საუდის არაბეთის მიერ B ჯგუფში მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის, არგენტინის ნაკრების დამარცხება იყო.

მატჩის პირველი ნახევარი სამხრეთამერიკელების გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც ლიონელ მესის მიერ გატანილი პენალტის მეშვეობით -1:0 მოიგეს.

შესვენებაზე, საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვე რენარმა ფეხბურთელებს მამოტივირებელი სიტყვები უთხრა, რაც როგორ თავად მოთამაშეებმაც მატჩის შემდეგ აღნიშნეს, შეხვედრის მოგებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა კადრები, რომელშიც ფრანგი სპეციალისტი თავისი გაწვრთნილ;ი გუნდის ფეხბურთელებს ესაუბრება.

"ბოლო წუთებში მოედნის ცენტრში ბურთი მესის აქვს. თქვენ კი დაცვის წინ დგახართ. ტელეფონიც აიღეთ, შეგიძლიათ, მასთან სურათი გადაიღოთ.

არაფერს გრძნობთ? არ ფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დაბრუნება? არ გრძნობთ ამას!? ისინი მშვიდად თამაშობენ. მობრძანდით, ბიჭებო - ეს მსოფლიო ჩემპიონატია. მიეცი ყველაფერი!

ჯანმრთელად იყავით და ყველაფერი კარგად იქნება. წინ 45 წუთი გვაქვს და ჩვენი უნარები დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში", - უთხრა მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს.

https://www.belive.ge/up/mp4/Saudi%20Arabia's%20Crazy%20Half%20Time%20Speech%20vs%20Argentina.mp4

სხვა სტატიები