მუნდიალი 2022 | ყატარის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის მუნდიალის მასპინძლები მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაირაზმნენ.
ყატარის ესპანელმა მწვრთნელმა - ფელიქს სანჩეს ბასმა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26 კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.
ყატარის ნაკრები 2022 წლის მუნდიალს ეკვადორთან მატჩით გახსნის. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 20 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.
ასევე შეგახსენებთ, რომ მასპინძელი ყატარის ნაკრები A ჯგუფში: ნიდერლანდების, ეკვადორისა და სენეგალის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.