Belive

მუნდიალი 2022 | "მინდა ბრაზილია-არგენტინის 1/2-ფინალი და მესის ცრემლები ვნახო" - ფრედი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს კატარის მუნდიალზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. ხორვატიის ნაკრებმა შეძლო და ბრაზილია 1/4-ფინალიდან გამოთიშა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებითი დროში კი, ორივე ნაკრებისგან, თითო-თითო გოლი ვიხილეთ. საბოლოოდ გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.

საინტერესოა, რომ ხორვატების ბოლო 6 პლეი-ოფური შეხვედრიდან ხუთმა დამატებით დროში გადაინაცვლა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ბოლო 5 შეხვედრა ევროპულ გუნდებთან დათმო.

"პენტაკამპეონეს" მარცხი ძალიან მოულოდნელი იყო, ვინაიდან მათ ყველა მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევდა. ამას ვერ წარმოიდგენდა ბრაზილიის ტოფილი თავდამსხმელი ფრედი, რომელმაც მატჩამდე ასეთი განცხადება გააკეთა:

"ნახევარფინალში ბრაზილიისა და არგენტინის დაპირისპირების ნახვა მსურს. მინდა ვნახო დაბნეული, არეული არგენტინა, ნეიმარის ფეხებს შორის გაძვრენილი ბურთი და ატირებული მესი"

როგორც ვხედათ, ყოფილი ფორვარდის პროგნოზი არ გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალში არგენტინა ნიდერლანდებს დაუპირისპირედება. შეხვედრა სულ მალე 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები