Belive

მუნდიალი 2022 | მე-20 სათამაშო დღე

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა. დრამატული და სანახაობრივი 1/4-ფინალური მატჩების შემდეგ, ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია.

1/2-ფინალში საკმაოდ საინტერესო წყვილებმა მოიყარა თავი და გულშემატკივარი მოუთმენლად ელის გრანდების დაპირისპირებას.

მუნდიალის დაწყებამდე ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალურ ეტაპზე აპარეზობას შეძლებდა, თუმცა აფრიკელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და გზად ისეთი ტიტანების დამარცხება შეძლეს, როგორიცაა: პორტუგალია, ესპანეთი და ბელგია.

კიდევ ერთ მოულოდნელობას ხორვატიის საფეხბურთო ნაკრები წარმოადგენს, რომელმაც 1/4-ფინალში ბრაზილიის დამარცხება შეძლო. საფრანგეთისა და არგენტინის 1/2-ფინალში ხილვა კი მოულოდნელობას არ წარმოადგენს, რადგან მუნდიალის დაწყებამდე, მთავარ ფავორიტებად სწორედ აღნიშნული ნაკრებები განიხილებოდნენ.

13.12.2022 - 23:00 არგენტინა Vs. ხორვატია


არგენტინა Vs. ხორვატია


არგენტინის ძირითადი შემადგენლობა: ე. მარტინესი; ნ. მოლინა, კ. რომერო, ნ. ოტამენდი, ნ. ტალიაფიკო, რ. დე პაული, ა. მაკალისტერი, ე. ფერნანდესი, ლ. პარედესი, ლ. მესი (კ), ხ. ალვარესი.


4444arg

ხორვატიის ძირითადი შემადგენლობა: დ. ლივაკოვიჩი; დ. ლოვრენი, ბ. სოსა, ჯ. გვარდიოლი, ჯ.ჯურანოვიჩი, მ. კოვაჩიჩი, ლ. მოდრიჩი (კ), მ. ბროზოვიჩი, ი. პერიშიჩი, ა. კრამარიჩი, მ.პასალიჩი.


555cro

სხვა სტატიები