Belive

მუნდიალი 2022 | ჰიუნ-მინ სონი: "ნუ დაგვადანაშაულებთ! - ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავიღეთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან განცდილი მარცხის - 1:4 შემდეგ, სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა, ჰიუნ-მინ სონმა თავისი გუნდის მსოფლიოს ყველაზე დიდი საფეხბურთო ფორუმზე გამოსვლა შეაფასა. 

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ნუ დაგვადანაშაულებთ. ამ ბრაზილიელი ფეხბურთელებიდან რომელიმეს თუ სივრცეს მისცემთ, მაშინ ისინი გოლს აუცილებლად გაგიტანენ.

არასწორი იქნება, რომ ჩვენი რომელიმე ფეხბურთელი დავადანაშაულოთ, რადგან მათ ყველაფერი გასცეს. ძალიან ვამაყობ იმით, რაც მათ გააკეთეს. ამ დონეზე თამაში განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ადვილი არ არის. ისინი წამოვიდნენ და დაიწყეს მაღალ დონეზე თამაში, შედეგად კი ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სამუშაო გასწიეს ჩვენი და იმედია არ გაჩერდებიან და შრომას გააგრძელებენ.

იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები ხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. ძალიან ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ ამით", - თქვა "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა.

სამხრეთ კორეის ნაკრების დამმარცხებელი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი გამოსვლას 1/4-ფინალში გააგრძელებს, სადაც ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 9 დეკემბერს, “განათლების ქალაქის” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები