Belive

მუნდიალი 2022 | ედენ აზარი: "კონფლიქტი ნაკრებში? - ვერტონგენთან მხოლოდ დიალოგი მქონდა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

​მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა F ჯგუფში მაროკოს ნაკრების მიერ ბელგიელთა დამარცხება (2:0) აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ, მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპული ნაკრების შიდა სამზარეულოში არეულობა არსებობდა და კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები მადრიდის "რეალის" შემტევი, ედენ აზარი და "ანდერლეხტის" ვეტერანი ცენტრალური მცველი, იან ვერტონგენი იყვნენ.

მოგვიანებით, "სამეფო კლუბის" მეშვიდე ნომერმა კომენტარი გააკეთა. ბელგიელთა კაპიტანმა განმარტა, რომ ნაკრების შიგნით დაპირისპირება არ არსებობს და ფეხბურთელებს ერთმანეთში მხოლოდ დიალოგი ჰქონდათ.

"მაროკოსთან მატჩის შემდეგ ჩვენს გასახდელში არაფერი მომხდარა. იან ვერტონგენთან არ მიჩხუბია, ვერ გავბედავ მასთან ბრძოლას, რადგან ის ჩემზე მაღალია. მან კითხვა დამისვა. მე ვუთხარი, რომ ის ძველებურად სწრაფი აღარ არის, მაგრამ ფეხბურთელები მიცნობენ და იციან, რომ ყველაფერი კარგადაა", - თქვა 31 წლის ფეხბურთელმა.

ბელგიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას 1 დეკემბერს, აჰმად ბინ ალის სტადიონზე გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში "წითლები" ჯგუფური ეტაპის ბარიერს დაძლევენ.

სხვა სტატიები