მუნდიალი 2022 | 21-ე სათამაშო დღე
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა. დრამატული და სანახაობრივი 1/4-ფინალური მატჩების შემდეგ, ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია.
1/2-ფინალში საკმაოდ საინტერესო წყვილებმა მოიყარა თავი და გულშემატკივარი მოუთმენლად ელის გრანდების დაპირისპირებას.
- მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეოთხე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეხუთე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეექვსე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეშვიდე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მერვე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეცხრე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მეათე სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-11 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-12 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-13 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-14 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-15 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-16 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-17 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-18 სათამაშო დღე
- მუნდიალი 2022 | მე-19 სათამაშო დღე
მუნდიალის დაწყებამდე ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალურ ეტაპზე აპარეზობას შეძლებდა, თუმცა აფრიკელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და გზად ისეთი ტიტანების დამარცხება შეძლეს, როგორიცაა: პორტუგალია, ესპანეთი და ბელგია.
კიდევ ერთ მოულოდნელობას ხორვატიის საფეხბურთო ნაკრები წარმოადგენს, რომელმაც 1/4-ფინალში ბრაზილიის დამარცხება შეძლო. საფრანგეთისა და არგენტინის 1/2-ფინალში ხილვა კი მოულოდნელობას არ წარმოადგენს, რადგან მუნდიალის დაწყებამდე, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად სწორედ აღნიშნული ნაკრებები განიხილებოდნენ.
13 დეკემბერს გამართული პირველი 1/2-ფინალური მატჩი არგენტინის გამარჯვებით დასრულდა. "ალბისელეტსემ" ხორვატიას 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალის საგზური მოიპოვა.
14.12.2022 – 23:00 საფრანგეთი Vs. მაროკო
საფრანგეთი Vs. მაროკო
საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:
ლორისი - ვარანი, კონატე, კუნდე, ერნანდესი, ჩუამენი, ფოფანა, გრიზმანი, მბაპე, დემბელე, ჟირუ.
Didier Deschamps' 1⃣1⃣ for the 𝗪𝗼𝗿𝗹𝗱 𝗖𝘂𝗽 𝘀𝗲𝗺𝗶-𝗳𝗶𝗻𝗮𝗹 ⚔️
— French Team ⭐⭐ (@FrenchTeam) December 14, 2022
🇫🇷🇲🇦 | #FRAMAR | #FiersdetreBleus pic.twitter.com/5rTSwZSxMg
მაროკოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:
ბონო – ჰაკიმი, ელ-იამიქი, აგერდი, სალსი, მაზრაუი, ამრაბატი, უნაი, ზიეში, ენ ნესირი, ბუფალი.
🚨تشكيلة المنتخب الوطني أمام منتخب فرنسا
— Équipe du Maroc (@EnMaroc) December 14, 2022
Atlas Lions Line-up for the Semi-Finals against France 🇫🇷#DimaMaghrib 🇲🇦 #TeamMorocco #FIFAWorldCup @pumafootball pic.twitter.com/WvUZLP83Cd
1:0 - ერნანდესი
2:0 - კოლო მუანი
ტეო ერნანდესი: ,,ეს დაუჯერებელია, ზედიზედ ორ ფინალში თამაში წარმოუდგენელი გრძნობაა. კარგად ვიმუშავეთ, თუმცა ეს რთული იყო. ვიცით, რომ არგენტინასთან შესანიშნავი მატჩი გველის და ფინალის მოსაგებად ბევრს ვიმუშავებთ. ჩემს ძმაზე ბევრს ვფიქრობ და იმედია, ჩვენთან ერთად იქნება.''
დიდიე დეშამი: ,,ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. არსებობს ემოციები და სიამაყის განცდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ერთიც დაგვრჩა.
უკვე ერთი თვეა, ერთად ვართ, იოლი არ ყოფილა და გაგვიმართლა კიდეც. კვირას ტიტულის მოპოვებას ვეცდებით.
ახლა მომენტისგან სიამოვნებას მივიღებთ და მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩისთვის მოვემზადებით.''
- დეშამი გახდა მეოთხე მწვრთნელი, რომლის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ეს აქამდე ვიტორიო პოცომ (1934,1938), კარლოს ბილარდომ (1986,1990) და ფრანც ბეკენბაუერმა (1986,1990) შეძლეს.
- კოლო მუანიმ გოლი მოედანზე შესვლიდან 44 წამში გაიტანა. ამ მხრივ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი მხოლოდ ებე სანდსა (26 წამში) და რიჩარდ მორალესს (16 წამში) ჩამორჩება.
მატჩის მიმოხილვა: