Belive

მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნიდან 3-კვირის შემდეგ ფიორენტინამ გატუზო გაათავისუფლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ფიორენტინასა" და ჯენარო გატუზოს გზები გაიყო. მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნიდან 3-კვირის შემდეგ, ფლორენციული კლუბის მესვეურებმა ჯენარო გატუზო გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია "ფიორენტინას" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. ფლორენციული კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტეს კონტრაქტის გაწყვეტა. ამ წუთისათვის უცნობია, თუ ვინ გახდება "ფიორენტინას" ახალი მთავარი მწვრთნელი. იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯენარო გატუზოსა და "ფიორენტინას" მმართველ ბორდს უთანხმოება სატრანსფერო პოლიტიკის გამო ჰქონდათ. რინო გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელების მიყვანას ითხოვდა, ფლორენციელებს კი დაბალბიუჯეტიანი ტრანსფერების განხორციელება სურდათ.

სხვა სტატიები