"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს სურდა" - ვის სთხოვა ლეო მესიმ მაისურის გაცვლა 10 წლის წინ?
მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კოლექციის მფლობელია, რომელიც ოდესმე გვინახავს, ლიონელ მესი მაისურების გაცვლით ძალიან დაინტერესებული ფეხბურთელი არ არის. ჩვეულებრივ, მესი არ სთხოვს მაისურის შეცვლას მეტოქეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის არ თამაშობს არგენტინელ კოლეგასთან, მაგრამ იყო გამონაკლისი და ეს ლეოს კარიერის სტარტი გახლდათ, როცა იგი ზინედინ ზიდანს შეხვდა. "არ ვარ იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც მაისურების გაცვლას ითხოვენ. მე ეს ერთხელ გავაკეთე... ზიდანს ვთხოვე", - თქვა მესიმ. მე არ ვითხოვ მაისურებს. თუ არგენტინელი იქნება, მასთან შევცვლი. ან თუ ვინმე მოვა და თავად მთხოვს, მხოლოდ ამ შემთხვევებში", - თქვა "ბარსელონას" კაპიტანმა.
2 წლის წინ, ლოდნონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა გაამხილა, რომ მას მესის მაისური ჰქონდა, რომლის მოპოვებაშიც მას ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, ორივე ამ ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელი ცესკ ფაბრეგასი დაეხმარა.View this post on Instagram
თუმცა, მიუნხენის "ბაიერნის" განაპირა მცველს ალფონსო დევისს ამ საკითხში არ გაუმართლა. კანადელ ფეხბურთელს მესისთვის მაისურის გაცვლა 2020 წლის აგვისტოში სურდა, თუმცა ბავარიული კლუბის - 8:2 გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ნაკრების აღშფოთებულ კაპიტანს საამისოდ არ სცხელოდა....@toniruediger: 'I have Messi’s shirt from when we played Barcelona in the Champions League a couple of years ago. I thought for sure he doesn’t want mine but then @cesc4official was nearby and he said ‘give him your shirt, he wants your shirt too!’' 👕 pic.twitter.com/wDBUnoRkxy — Chelsea FC (@ChelseaFC) April 9, 2020