მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფუტსალში, მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის წილისყრა გაიმართა და ის გუნდები გაირკვა, რომლებიც საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები E ჯგუფში იქნებიან.
წილისყრის შედეგად, გუნდები ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრებს კი მეტოქეებად შემდეგი 3 ნაკრები ერგო: მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია, სომხეთი და ფინეთი.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, პლეი-ოფში გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრის მატჩები სექტემბერში გაიმართება, კალენდარი კი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.