მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველი მეოთხედფინალისტი პალმეირასია
დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველი მერვედფინალური დაპირისპირება შედგა. ბრაზილიურ კლუბებს, პალმეირასსა და ბოტაფოგოს შორის გამართული შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. დამატებით დროში პალმეირასმა მეტოქეს აჯობა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ექსტრა ტაიმის მე-10 წუთზე გავიდა. თავი პაულინიომ გამოიჩინა, აღსანიშნავია, რომ ის მოედანზე 68-ე წუთზე, ვიტორ როკეს ნაცვლად შემოვიდა.
შეხვედრის 116-ე წუთზე პალმეირასის კაპიტანმა, გუსტავ გომესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. დარცენილ დროში ბოტაფოგომ ვერაფერი შეცვალა.
5 ივლისს, პალმეირასი ბენფიკასა და ჩელსის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
"Paulinho"
— Tendencias en Deportes (@TendenciaDepor) June 28, 2025
Porque hizo esta jugada y definió con su tremenda pijinha para la ventaja parcial de Palmeiras por 1-0 ante Botafogo por el Mundial de Clubes. Hasta que hicieron un gol, encima hizo un golazo el brazuca hijo de re mil puta.
pic.twitter.com/24QgwpIjkO