Belive

მსოფლიო ჩემპიონატის 10 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ESPN-ის ვერსიით

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ESPN-მა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა.

,,ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი სპორტში ყველაზე მასშტაბური ტურნირია და ის საუკეთესო ადგილია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის საკუთარი ნიჭის გამოსავლენად. იმ თინეიჯერების სია, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნამდვილი გარღვევა მოახდინეს, საკმაოდ გრძელია და მასში ისეთი ვარსკვლავები შედიან, როგორებიც პელე, კილიან მბაპე, მაიკლ ოუენი და თომას მიულერი არიან. მაგრამ ვის შეუძლია ამის გაკეთება ამ ზაფხულს? - წერს ESPN

გამოცემის ვერსიით, მუნდიალის მთავარი ვარსკვლავი ლამინე იამალი იქნება:

,,18 წლის ასაკში იამალი თავისი თაობის გამორჩეული მოთამაშეა და, ასაკის მიუხედავად, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოც კი, ის თავს ყველაზე კომფორტულად მარჯვენა ფრთაზე გრძნობს, თუმცა ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გარემარბი. მისი საფეხბურთო ინტელექტი იდეალურად შეესაბამება მის დახვეწილ ტექნიკას. როგორც კი პირველ მცველს გასცდება, მოქმედების უამრავი ვარიანტი ეხსნება.

ისევე როგორც ბარსელონაში, იამალი ესპანეთის ნაკრებშიც შემოქმედებითი ცენტრია, რომელზეც პრაქტიკულად ყველა შეტევითი მოქმედება გადის. თუმცა, ბარძაყის უკანა კუნთის პრობლემა ჯგუფურ ეტაპზე მის თამაშს საფრთხის ქვეშ აყენებს და თანაგუნდელები იმედოვნებენ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. - ESPN

იამალის გარდა, საუკეთესო სამეულში არდა გიულერი (თურქეთი) და ჟოაო ნევეში (პორტუგალია) მოხვდნენ. ათეულში კი ყველაზე მეტი - 2-2 ფეხბურთელი ესპანეთის, თურქეთისა და საფრანგეთის ნაკრებებიდანაა:

  1. ლამინე იამალი

  2. არდა გიულერი

  3. ჟოაო ნევეში

  4. პაუ კუბარსი

  5. ნიკო პასი

  6. დეზირე დუე

  7. კენან ილდიზი

  8. უორენ ზაირ-ემერი

  9. ლენარტ კარლი

  10. იან დიომანდე

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

View this post on Instagram

A post shared by ESPN FC (@espnfc)

სხვა სტატიები