Belive

"პარედესს f**k off, მე კი f*** you მითხრა" - პარიზელები მსაჯს აკრიტიკებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" შინ "პსჟ" 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. დაპირისპირების შემდგომ, პარიზელთა ფეხბურთელებმა მთავარ არბიტრს, ბიორნ კუიპერსს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალი დასდეს. ამის შესახებ ჯერ ანდერ ერერამ, შემდეგ კი მარკო ვერატიმ ისაუბრა.
"დღეს მსაჯმა პარედესს f**k off უთხრა. ჩვენ რომ იგივე გავაკეთოთ, 3 ან 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაგვსჯიან," - თქვა ერერამ. "არბიტრმა f*** you ორჯერ მეც მითხრა. მათთვის ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ამას შენ იტყვი, 10 მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებ. მსაჯებთან ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ ამას არ ვაკეთებ," - ამბობს ვერატი.

სხვა სტატიები