Belive

მბაპე ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს - ფრანგის ტრავმის სიმძიმე ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პსჟ-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე სამ კვირას იუქმებს. პარიზული გრანდის და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, 24 ივლისს, საფრანგეთის თასის ფინალში, "სენტ-ეტიენის" წინააღმდეგ (1:0), ფეხის ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. სამედიცინო შემოწმების შედეგები ცნობილი ცოტა ხანს გახდა, რომლის მიხედვითაც, 21 წლის ვარსკვლავი მოედანზე გასვლას სულ მცირე 3 კვირა და შესაძლოა მთელი თვეც კი ვერ შეძლებს. 16 დღეში, ლიგა 1-ის მოქმედ გამარჯვებულს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი ელის - დიდი ალბათობით მბაპე, ლისაბონში, "ატალანტას" წინააღმდეგ, ვერ ითამაშებს.

სხვა სტატიები