Belive

მოურინიომ ევროპის ჩემპიონატის შედეგები იწინასწარმეტყველა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც "ფენერბაჰჩეს" მთავარი მწვრთნელი გახდა, ევროპის ჩემპიონატის შედეგები იწინასწარმეტყველა.

ჟოზეს კითხვები რიო ფერდინანდმა დაუსვა, რაზეც 61-წლის თავკაცმა საინტერესო პასუხები გასცა.

"ჩემი პროგნოზია, რომ ევროპის ჩემპიონატს პორტუგალიის ნაკრები მოიგებს. ასე მწამს და მჯერა, რომ ინგლისი კვლავ არ არის ევროპის ჩემპიონატის მომგები, ასე რომ მათ ფინალში პორტუგალია დაამარცხებს.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მგონია ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი ჰარი კეინი გახდა და ოქროს ბუცს მოიგებს.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი გახდება, ხოლო წლის ბოლოს ოქროს ბურთს ვინისიუსი იმსახურებს..." - ჟოზე მოურინიო

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს და 14 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები