Belive

მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებს აფრთხილებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელმა სპეციალისტმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ თუ მათ "ოლდ ტრაფორდზე" საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში დამატებითი წნეხის ქვეშ აქცევთ სახლში დარჩნენ. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდება. "ოლდ ტრაფორდზე" გასამართი მატჩი ინტრიგის მატარებელია. საკუთარ კედლებში გამარჯვების ვერ მოპოვების შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" ანტი რეკორდს დაამყარებს. ევროტურნირებზე ჩატარებული უკანასკნელი სამი მატჩიდან "წითელმა ეშმაკებმა" ვერცერთის მოგება ვერ შეძლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. "ვფიქრობ გულშემატკივრებისა და საკუთარი სტადიონის უპატივცემულობა იქნება თუ ვიტყვით, რომ გასვლით შეხვედრებში გაცილებით უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს. პირადად ჩემთვის "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ თამაში "ოლდ ტრაფორდზე" გაცილებით უფრო მარტივია ვიდრე გასვლაზე. თუ შენს საგულშემატკივროდ შენსავე სტადიონზე მოსული გულშემატკივრის წინაშე თამაში დამატებითი წნეხის ქვეშ გაქცევს ჯობია შინ დარჩე და მატჩს ტელევიზორში უყურო", - აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.

სხვა სტატიები