Belive

მოურინიო: "ლივერპულთან მარცხზე პასუხისმგებლობას ვიღებ"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა - ჟოზე მოურინიოს გუნდმა პრინციპულ მეტოქესთან, "ლივერპულთან" გასვლაზე მატჩი ანგარიშით 3:1 დათმო. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოურინიომ "ლივერპულთან" მარცხი შეაფასა: "ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მათზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სწრაფები და ფიზიკურად ძლიერები არიან. მათ ბურთით გადაადგილება საათში 200 მილის სიჩქარით შეუძლიათ. ასევე, უბრალოდ დავიღალე რობერტსონის ყურებით (იგულისხმება ლივერპულის მარცხენა მცველი) - ის დაუღალავად დარბის და საოცარ შედეგს აჩვენებს. ფიზიკური ფორმის მხრივ, ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მუდმივად ტრავმირებულები არიან და ეს არამარტო ჩემს, არამედ ლუის ვან გაალისა და დევიდ მოიესის პერიოდშიც ხდებოდა. ცხადია, ასეთ პირობებში კარგ სათამაშო ფორმაში ყოფნა შეუძლებელია. ვიცი, რომ სხვა თამაშებიც წავაგეთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერი" გასვლაზე პრემიერლიგის საუკეთესო გუნდებს - "ლივერპულს," "ჩელსის" და "მანჩესტერ სიტის" ეთამაშა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სეზონის მეორე ნახევარში მეტი ქულა დავაგროვოთ. საფეხბურთო გუნდი მეტია, ვიდრე მოედანზე მოთამაშე ფეხბურთელები. იქიდან გამომდინარე, რომ მოედანზე ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მარცხზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. ერიკ ბაილიმ თამაშის დაწყებამდე 1 წუთით ადრე გაიგო, რომ ძირითადში იყო. ლინდელოფმა, დალოტმა და დარმიანმა მატჩის წინა დღეს პირველად ივარჯიშეს, ეშლი იანგი კი ტრავმირებული იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების მონდომებით, მათი თავდადებით და ძალიან ვწუხვარ რომ მათმა მონდომებამ შედეგი არ გამოიღო," განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

სხვა სტატიები