Belive

მოურინიო: ,,აბსურდია იმაზე ფიქრი, რომ მესის რაღაცას ასწავლი''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს, ჰკითხეს, რომელ ფეხბურთელთან ერთად მუშაობას ისურვებდა თავისი კარიერის განმავლობაში:

,,მაგალითად, მესისთან ერთად არასდროს მიმუშავია, თუმცა მისი გაწვრთნა არავის შეუძლია. აბსურდია იმაზე ფიქრი, რომ მესის რაღაცას ასწავლი, რადგან მას ბუნებრივი ნიჭი აქვს. უფრო შესაძლებელია, რომ მისგან ისწავლო.. უბრალოდ, პატივია, თუ ის გუნდში გყავდა.

ინტერსა და რეალში მუშაობის დროს, დე როსის გადაბირება მინდოდა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ასევე, ტოტის გაფორმებაც მსურდა, მაგრამ არც ეს გამოვიდა.'' - ჟოზე მოურინიო

მოურინიოს ბოლო გუნდი ,,რომა'' იყო, სადაც 2021 წლიდან მუშაობდა. პორტუგალიელი სპეციალისტი რომაული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიელე დე როსიმ ჩაანაცვლა.

ჟოზე კარიერის განმავლობაში ,,ბენფიკას'', უნიან ლეირიას'', ,,პორტუს'', ,,ჩელსის'', ,,ინტერს'', ,,რეალს'' ,,მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ,,ტოტენჰემს'' წვრთნიდა.

სხვა სტატიები