"მოწყობილობამ, რასაც მე ვიყენებ, ზუსტად ის გააკეთა, რისთვისაც იყო განკუთვნილი" - კრისტიან ერიქსენი
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე დღის წინ დანიასა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა რა დროსაც კრისტიან ერიქსენს კვლავ გულთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ძველ ამბავთან შედარებით აღნიშნული რადიკალურად განსხვავდებოდა, რადგან აქ ვეტერანმა ფეხბურთელმა მოედნის დატოვება თავად შეძლო და გონება არ დაუკარგავს, ერიქსენმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და გულშემატკივებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მინდა ყველას გაცნობოთ, რომ კარგად და სახლში ვარ ოჯახთან ერთად. ყველასთვის დიდი შოკი იყო, როგორც ჩემთვის ასევე ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ეს განსხვავებული სიტუაცია იყო 2021 წელს მომხდარისგან. თავს კარგად ვგრძნობ და გამოჯანმრთელება უკვე დაწყებულია.
გარდა ამისა მადლიერი ვარ მოედანზე მყოფი ყველა მოთამაშისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ასევე უზომოდ მადლიერი ვარ იმ ექიმების, რომლებიც წლების განმავლობაში ზრუნავდნენ ჩემზე და ჩემს გულის პრობლემებზე. იმ მოწყობილობამ, რასაც მე ვიყენებ, ზუსტად ის გააკეთა, რისთვისაც იყო განკუთვნილი, დამიცვა, როდესაც ეს მჭირდებოდა.
ახლა ჩემი ყურადღება მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე, ოჯახთან ერთად დროის გატარებაზე და შვილებთან ერთად ფეხბურთის თამაშზეა გამახვილებული. - კრისტიან ერიქსენი