"მოთმინება გვმართებს, ყველაფერი 31 აგვისტოს გადაწყდება" - ხავი ნეიმარის ტრანსფერზე
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული და ესპანური მედია საშუალებები, ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნების შესახებ აქტიურად სპეკულირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარს "ბლაუგრანაში დაბრუნება სურს და არც პარიზელები არიან მისი გაშვების წინააღმდეგი.
ნეიმარის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა. ხავიმ აღნიშნა, რომ 31 აგვისტომდე მოთმინება გვმართებს.
სახელებისა და შესაძლებლობების შესახებ ვერაფერს გეტყვით. ნეიმარზეც იგივე შემიძლია გავიმეორო. ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებთ 31 აგვისტომდე. - ხავი
Xavi on Neymar: “I can’t say anything on names and options, same for Neymar. We will see what we can do from today until August 31” 🇧🇷
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 8, 2023
“I can’t advance anything about names”. pic.twitter.com/WBu7bxOdI3