Belive

მოსკოვის დინამოს თავდამსხმელი: "ლოკომოტივის ძლიერი მხარე ვიცით, ქართული გუნდები ამით არიან ცნობილები" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოსკოვის "დინამოს" თავდამსხმელმა ნიკოლაი კომლიჩენკომ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, თბილისის "ლოკომოტივის" ძალების შესახებ ისაუბრა. "ევროპის ლიგასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. გვინდა გამარჯვებით დავიწყოთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუნდი ფიზიკურად მზადაა და საბრძოლო სულისკვეთებით ვართ, ამიტომ ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს.  "დინამოს" ევროპაში დიდი ხანია არ უთამაშია და რა თქმა უნდა, ყველას გვიხარია, რომ კლუბი საერთაშორისო ტურნირს დაუბრუნდა. ასეთ გათამაშებაში ყოველთვის საკუთარი თავის დამტკიცება გსურს, მეორეს მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ოფიციალურ მატჩებში თავი უნდა დავზოგოთ. უნდა ვაჩვენო კარგი თამაში და ყველა ტურნირზე უნდა მოვიგოთ. ჩვენ უკვე შევისწავლეთ მეტოქე, თუმცა დეტალური ანალიზი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ჩანს, რომ გუნდი ტექნიკურად ძალიან ძლიერია - ქართული კლუბები ამით არიან ცნობილნი. მიუხედავად ამისა, ჩვენი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება", - თქვა რუსული კლუბის ფორვარდმა. "ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩი თბილისში, "მიხეილ მესხი 2-ზე", 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები