Belive

მოქმედი ჩემპიონების რისხვა! რეალმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტი'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

1992 წლის შემდეგ, ,,სამეფო კლუბმა'' ლიგის მოქმედი ჩემპიონი პლეი-ოფში მეექვსედ დაამარცხა, რითაც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა (ამ მხრივ მეორე საუკეთესო შედეგი სამი მოგებაა).

რეალი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოქმედ ჩემპიონს სულ მეექვსედ შეხვდა, წინა ხუთ შემთხვევაში კი ტურნირის გამარჯვებულიც გახდა:

  • 1997-1998 წლების სეზონში რეალმა ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი - დორტმუნდის ბორუსია დაამარცხა, ფინალში კი იუვენტუსი.

  • 1999-2000 წლების სეზონში მადრიდელები მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ იუნაიტედს მერვედფინალში დაუპირისპირდნენ, ფინალში კი ვალენსიას მოუგეს.

  • 2001-2002 და 2013-2014 წლების სეზონებში სამეფო კლუბის მეტოქე პლეი-ოფში მიუნხენის ბაიერნი იყო, ფინალებში კი რეალმა ჯერ ლევერკუზენთან იმარჯვა, შემდეგ კი - ატლეტიკოსთან.

  • ბოლოს მსგავსი რამ 2021-2022 წლების სეზონში მოხდა, როცა რეალმა მეოთხედფინალიდან მოქმედი ჩემპიონი ჩელსი გააგდო, ფინალში კი ლივერპული დაამარცხა.

ნახევარფინალში ანჩელოტის გუნდის მეტოქე მიუნხენის ,,ბაიერნი'' იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ,,არსენალს'' მოუგო.

სხვა სტატიები