მონტელა: ,,საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე შემთხვევით არ მოხვედრილა''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, საქართველოსთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ფინალის ტოლფასი მატჩი იყო. ჩვენი გულშემატკივრები დიდებულად გვქომაგობდნენ. ეს მოგება ჩემი დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია! დაე, ეს იყოს საჩუქარი მთელი თურქეთისთვის, ენეს უნალისთვისა და ოზან ქაბაქისთვის (ტრავმირებული ფეხბურთელები).
საქართველო ფიზიკურად ძლიერი და კარგადორგანიზებული გუნდია. საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ იციან და შესაბამისად თამაშობენ. ეს ნაკრები ევრო 2024-ზე შემთხვევით არ მოხვედრილა.
კარისკენ 22-ჯერ დავარტყით, უფრო აკურატულები უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშს ვაფასებ. მას შემდეგ, რაც VAR-მა მეორე გოლი გაგვიუქმა, ცოტათი მოვეშვით, მაგრამ ასე ხდება ხოლმე.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თურქეთმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში იმარჯვა. ბოლო სამ ჩემპიონატზე ჯგუფში ჩავრჩით, ევრო 2020 კი უქულოდ დავტოვეთ. ჩვენი მთავარი მიზანი მიღწეულია, ახლა ვოცნებობთ, რომ შემდეგი მატჩიც მოვიგოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ!''
- ვინჩენცო მონტელა
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.
ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის მომდევნო მატჩს შაბათს, 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.