მონაკო გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერად შეუთანხმდა
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ,,მონაკოში'' გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელსა და ფრანგულ კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 20-22 მილიონი ევრო სახელდება.
როგორც რომანო წერს, ,,მონაკომ'' ,,მეცს'' უკვე წინადადებითაც მიმართა, გუნდის მიზანია, რომ ტრანსფერი ევრო 2024-ის დასრულებამდე შედგეს.
გასულ სეზონში ქართველმა თავდამსხმელმა ,,მეცის'' მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მიქაუტაძისთვის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებით წარმატებულია - ჟორჟი 3 გოლით ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა.