მომენტი, როდესაც სადებიუტო მატჩში გოლის გასატანად 23 წამი დაგჭირდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში, "ბარსელონასა" და "ბილბაოს" დაპირისპირება შედგა. დრამატული მატჩი კატალონიური გრანდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა - "ბარსელონას" მხსნელად 17 წლის მარკ გუიუ მოევლინა, რომელმაც "ბლაუგრანას" მაისურით, პროფესიონალი ფეხბურთელის ამპლუაში პირველი მატჩი ჩაატარა და გოლის გასატანად, მხოლოდ 23 წამი დასჭირდა.
მარკ გუიუ მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა და დანარჩენი უკვე ისტორიაა... ზუსტად 23 წამში, ჟოაო ფელიქსის პასით ისარგებლა და ბურთთან პირველივე შეხებაზე უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.
მე-10 ტურის შემდეგ, ლა ლიგას 25 ქულით, მადრიდის "რეალი" ლიდერობს. 25 ქულა აქვს "ჟირონასაც", რომელიც მეორე ადგილს იკავებს, ხოლო "ბარსელონა" 24 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.