Belive

მომავალი სეზონიდან ლივერპულს ვან დაიკი უკაპიტნებს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023-2024 წლების სეზონიდან ,,ლივერპულს'' ვირჯილ ვან დაიკი უკაპიტნებს. ინფორმაციას ინგლისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,ეს ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის ნამდვილად საამაყო დღეა. განსაკუთრებული გრძნობაა, რომლის გადმოცემაც რთულია, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ვამაყობ.

 

ნიდერლანდების კაპიტანიც ვარ, რაც, რა თქმა უნდა, ასევე საამაყოა. მაგრამ, ,,ლივერპულის'' კაპიტნობა არის ის, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ.'' - განაცხადა ვან დაიკმა.

,,მერსისაიდელთა'' მეორე კაპიტანი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი იქნება, მესამე კი - ენდრიუ რობერტსონი.

2015 წლიდან ,,ლივერპულს'' ჯორდან ჰენდერსონი კაპიტნობდა, რომელიც ზაფხულში ,,ალ-იტიფაკში'' გადავიდა.

იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს 13 აგვისტოს, ,,ჩელსისთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები