Belive

მოჰამედ სალაჰი კორონავირუსით დაინფიცირდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ეგვიპტის ნაკრებისა და "ლივერპულის" ფეხბურთელი - მოჰამედ სალაჰი კორონავირუსით დაინფიცირდა. ეს ინფორმაცია ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში დაადასტურა. სალაჰი, რომელიც აფრიკაში ეროვნული ნაკრების დასახმარებლად ჩავიდა, დაინფიცირდა და იგი სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს. ეს ფაქტი არ არის კარგი ეგვიპტის ნაკრებისთვის, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მათ კარგი შედეგი არ აქვთ. 2 მატჩის შემდეგ 2 ქულით ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებენ. ხვალ, 14 ნოემბერს, ეგვიპტის ნაკრები ტოგოს დაუპირისპირდება.

f

სხვა სტატიები