მოდრიჩმა და ვინისიუსმა კარლო ანჩელოტი დაიცვეს
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მადრიდის "რეალს" 4 უპასუხო გოლი გაუტანა. "ქალაქელებმა ორი შეხვედრის ჯამში 5:1 გაიმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც მილანის "ინტერს" დაუპირისპირდებიან.
მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანურ მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესმა შესაძლოა კარლო ანჩელოტი დასაჯოს და "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს.
"ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელის დაცვა, "რეალის" ვარსკვლავებმა გადაწყვიტეს, რომელთაც აღნიშნეს, რომ იტალიელი სპეციალისტი მადრიდში დარჩენას იმსახურებს.
"რა თქმა უნდა, კარლო ანჩელოტი უნდა დარჩეს და "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეონა განაგრძოს", - ვინისიუსი.
"კარლო ანჩელოტი იმსახურებს, რომ მომავალ სეზონშიც "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავოს", - ლუკა მოდრიჩი.
Luka Modrić: “Carlo Ancelotti deserves to stay as Real Madrid coach also next season”, told @elchiringuitotv. 🚨⚪️ #RealMadrid pic.twitter.com/gXE84dEOxD
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 17, 2023
Vinicius Junior: "Of course Carlo Ancelotti should stay and continue as Real Madrid manager. Of course". ⚪️ #RealMadrid
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 18, 2023
Vini has already signed his contract extension at Real Madrid last year; it will be official soon. pic.twitter.com/2HEz6ztq1T
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი კარლო ანჩელოტიმაც გააკეთა. სახელოვანი იტალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მასში ეჭვი არავის ეპარება და ამის შესახებ პერესმა 2 კვირით ადრე გარკვევით ისაუბრა.