Belive

მოდრიჩი: ,,ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია მათ შორის, ვისაც ვიცნობ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა, მუნდიალის ნახევარფინალში არგენტინის სასარგებლოდ დანიშნული პენალტის გამო, მატჩის მთავარი არბიტრი, დანიელე ორსატო გააკრიტიკა:

,,ეს შეხვედრის საკვანძო მომენტი იყო, მან ჩვენს სასარგებლოდ კუთხური არ დანიშნა, მაგრამ დადო პენალტი, რომელიც, ჩემი აზრით, არ იყო, რადგან არგენტინელი ფეხბურთელი ლივაკოვიჩს დაეჯახა. ამან თამაში შეცვალა.

მსაჯებზე არასდროს ვლაპარაკობ, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია მათ შორის, ვისაც ვიცნობ. ამას მხოლოდ არგენტინასთან შეხვედრის გამო არ ვამბობ. მას ჩემს მატჩებში არაერთხელ უმსაჯია და მისგან კარგი არაფერი მახსოვს. უბრალოდ, კატასტროფაა,'' - განაცხადა მოდრიჩმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ხორვატიას 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა. მატჩში ანგარიში ლეო მესიმ გახსნა, რომელმაც 34-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.

სხვა სტატიები