Belive

მოდრიჩი: "ლივაკოვიჩს ვუთხარი, თუ სად დაარტყამდა კაზემირო პენალტს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალის 1/4-ფინალში სენსაცია მოხდა. 2018 წლის მუნდიალის ფინალისტმა - ხორვატიის ნაკრებმა ბრაზილია თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში ბრაზილიის ნაკრების მხრიდან გოლები მხოლოდ პედრომ და კაზემირომ გაიტანეს.

ასევე საინტერესო და სასიამოვნო სანახავი იყო ის კადრი, როდესაც მოდრიჩმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა, ხოლო ბრაზილიის ნაკრების მხრიდან კი დასარტყმელად კაზემირო მივიდა, რომელსაც ბურთი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და მეგობარმა - ლუკა მოდრიჩმა გადასცა.

GetPaidStock.com-63970229475f1

ამ ფაქტის შესახებ ლუკა მოდრიჩმა კომენტარი გააკეთა:

"კაზემირო ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მადრიდის "რეალში" მასთან ყველაზე კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ ერთად დიდი ხანი ვთამაშობდით და მას ისე ვიცნობ, როგორც საკუთარ ძმას.

ჩემთვის მთავარი ხორვატიის ნაკრებია, ამიტომაც როდესაც კაზემირო ბურთს მიუახლოვდა, ლივაკოვიჩს ვუთხარი, თუ სად დაარტყამდა იგი თერთმეტმეტრიანს.

ლივაკოვიჩი სწორი მიმართულებით გადახტა, კაზემირომაც სწორედ იმ კუთხეში დაარტყა, სადაც მე ვუთხარი, თუმცა კაზემ ეს უზადოდ შეასრულა".

სხვა სტატიები