მოდრიჩი: ,,ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები ევრო 2020-ზე არ დაიჩოქებენ'''
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ჩვენი პოზიცია ასეთია - ჩვენ არ დავიჩოქებთ. ამას რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს, თუმცა ერთმანეთში ვისაუბრეთ და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთში რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგნი არ ვართ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ, არ მიგვაჩნია, რომ დაჩოქება საჭიროა. პრობლემებთან საბრძოლველად ბევრი საშუალება არსებობს. დიახ, ჩვენ არ დავიჩოქებთ, ხორვატია ამას არ გააკეთებს,'' - მოდრიჩის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.ხორვატიის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს ხვალ, 13 ივნისს, ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. ხორვატიისა და ინგლისის გარდა D ჯგუფში შოტლანდია და ჩეხეთი ისპარეზებენ.