Belive

MLS-ის ფეხბურთელი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

MLS-ის ერთ-ერთი გამორჩეული ინგლისელი მცველი - ენტონ უოლკსი, რომელიც "შარლოტში" ირიცხებოდა, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია "შარლოტმა" სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიამ განაცხადა, რომ უოლკსი ორი მოტორიანი ნავის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა "Miami Marine Stadium"-ზე მოხდა, რომელიც საწყლოსნო სპორტებისთვის მოწყობილი არენაა.

ფეხბურთელს პირველადი დახმარება მაიამის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

25 წლის მცველმა კარიერა ლონდონის "ტოტენჰემში" დაიწყო, ლონდოურმა კლუბმა კი იგი 2017 წელს MLS-ის კლუბ "ატლანტა იუნაიტედში" გაანათხოვრა. MLS-ის შემდეგ იგი კვლავ ინგლისში, ამჯერად "პორტსმუთის" შემადგენლობაში დაბრუნდა. 2020 წელს კვლავ "ატლანტაში" გადავიდა, 2022 წლიდან კი "შარლოტში" თამაშობდა, სადაც 23 მატჩის ჩატარება შეძლო.

სხვა სტატიები