Belive

მკაცრი სასჯელი მოურინიოს - 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და გადასახდელი 35 ათასი ფუნტი

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში, ჟოზე მოურინიოს "ფენერბაჰჩე"-სა და "გალათასარაის" შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც 0:0 დასრულდა.

თურქული საფეხბურთო გრანდი "გალათასარაი" ჟოზე მოურინიოს რასისტულ განცხადებებში ადანაშაულებდა, ამის გამო კი გუნდმა პორტუგალიელი სპეციალისტის მისამართით ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სარჩენილი შეიტანეს, რაც დაკმაყოფილდა და ამის გამო, ჟოზე მოურინიო მკაცრად დაისაჯა.

ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ მოურინიომ პრესკონფერენციაზე "გალათასარაის" ფეხბურთელებს მაიმუნები უწოდა - 62 წლის ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და £35 000 ფუნტით დაისაჯა.

ლეგენდარული ჟოზე "ფენერბაჰჩეში" 2024/2025 წლების სეზონიდან მუშაობს, რა პერიოდშიც 41 მატჩი ჩაატარა და 26-ჯერ მოიგო, 10-ჯერ ფრე ითამაშა, ხოლო 5-ჯერ დამარცხდა.

თურქული გრანდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და "გალათასარაისთან" 6 ქულაშია, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ფენერი" ევროპა ლიგის 1/8-ფინალშიცაა, სადაც "რეინჯერსს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები