Belive

მიტროვიჩი ალ ჰილალზე: ,,მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ტოპ დონის გუნდში გადმოვედი''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ ჰილალის'' თავდამსხმელმა, ალექსანდრ მიტროვიჩმა, არაბულ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

,,ინგლისის მიმართ ნოსტალგია არ მაქვს, იქ ბევრი წელი ვითამაშე.

 

მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ტოპ დონის გუნდში გადმოვედი. საუდის არაბეთში ალ ჰილალი ისეთივე  გუნდია, როგორიც ევროპაში რეალია.

 

აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ და ტიტულების მოპოვება მსურს,'' - მიტროვიჩი სიტყვებს Gazzetta dello Sport-ი ციტირებს.

მიტროვიჩი ,,ალ ჰილალში'' ,,ფულემიდან'' გადავიდა. 

სერბის ანგარიშზე არაბული გუნდის მაისურით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები