Belive

"მისგან ენერგიისა და ხარისხის ნაკლებობა იგრძნობოდა" - ალან შირერი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ის ნახევარფინალში, ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთი (2:1) დაამარცხა და ფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა კარგად დაიწყეს და წინაც გავიდნენ, 4-წუთიან მონაკვეთში იამალისა და ოლმოს გოლებით ესპანეთმა შეხვედრა პირველივე ტაიმში შემოატრიალა.

გუშინდელ საღამოს საფრანგეთის ნაკრებმა საკმაოდ სუსტი თამაში აჩვენა. დიდიე დეშამის გუნდმა ექსპერტებისგან დიდი კრიტიკაც დაიმსახურა. აღნიშნული შეხვედრას ალან შირერიც გამოეხმაურა და "ლე ბლეს" მთავარი პრობლემაც დაასახელა.

ამ მარცხში დემბელე ყველაზე მეტად არის დამნაშავე. კარგ პოზიციაში მყოფი ბევრ მომენტს ანიავებდა. ასეთ დროს იმაზე უკეთ უნდა ასრულებდე, ვიდრე ამას დემბელე აკეთებდა. გარშემო უამრავი გუნდელი ჰყავდა და მეკარისკენ უაზრო ჩაწოდებებს აკეთებდა. თამაშის ყურებისას ძალიან გავბრაზდი და წარმოიდგინეთ მოედანზე ფეხბურთელები რას გრძნობდნენ. მისგან ენერგიისა და ხარისხის ნაკლებობა იგრძნობოდა. - განაცხადა ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები საკუთარ მატჩს დღეს ითამაშებს. "სამი ლომი" 1/2-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება დღეს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები