Belive

მიქაუტაძემ გაიტანა, თუმცა ლიონი სტრასბურთან დამარცხდა

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის 27-ე ტურში "სტრასბურმა" "ლიონს" უმასპინძლა და მეტოქე 4:2 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ტაიმი ამ შედეგს ნამდვილად არ მოასწავებდა. პირველ 45 წუთში სტუმრები უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და მომენტებსაც მხოლოდ ისინი ქმნიდნენ. ყველაზე კარგი შანსი გიორგი მიქაუტაძეს შეექმნა, რომელმაც შეხვედრის მე-9 წუთზე მარცხენათი უძლიერესად გაისროლა და სტრასბური ხარიხამ იხსნა. შესვენებაზე გუნდები გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ.

მეორე ტაიმიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, სტრასბური ათამაშდა და 5-წუთიან მონაკვეთში ლიონს ორჯერ გაუტანეს. ტოლისომ მალევე დააბრუნა სტუმრები თამაშში, თუმცა 73-ე წუთზე ლიონმა მესამე გოლი მიიღო, თამაშის ბედი კი 89-ე წუთზე სემ ამიაუს მეოთხე გოლმა გადაწყვიტა.

დამატებითი დროის მეხუთე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა და პირადის სტატისტიკა გაიუმჯობესა. ახლა გიორგის ზედიზედ 5 მატჩში აქვს გოლი გატანილი (სომხეთთან შეხვედრების ჩათვლით). ამ 5 თამაშში მიქაუტაძემ 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და 6.9-დან 7.2-დე შეფასება დაიმსახურა.

ამ მოგებით სტრასბურმა ლიონს ადგილი გაუცვალა, მასპინძლები ცხრილის მე-5 ადგილზე აღზევდნენ, ლიონი კი მეექვსეზე აღმოჩნდა.

სხვა სტატიები