მიქაუტაძე ლაკაზეტს: "შენ თუ მე?"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "ლიონმა" სტუმრად "ოსერი" დაამარცხა (1:3). გიორგი მიქაუტაძის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რამაც ლიონს საშუალება მისცა ოთხეულის წევრი გამხდარიყო და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლაში დარჩეს. ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაფერი მშვენივრად მიდის, გიორგი არჩვეულებრივ ფორმაშია და ეს ოსერთანაც დაამტკიცა - გოლი და საგოლე გადაცემა, რამაც ის გამარჯვების მთავარ შემოქმედად აქცია.
საქმეები ძალიან კარგად მიდის. ჩვენ მეოთხეზე ვართ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციისთვის ბრძოლაში და ევროპის ლიგაზეც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ვარჯიშებზე კარგად ვმუშაობთ და ეს აისახება მატჩზებზეც.
ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თამაში იყო. ალექსანდრე ლაკაზეტი გუნდში პირველი პენალტისტია, ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და ვუთხარით: "შენ თუ მე?" მან ნება მომცა დამერტყა და მე არ მიყოყმანია. ჩვენ მოედანს ერთად ვიზიარებთ, ბევრს არ ვფიქრობთ და ეს გვეხმარება შევინარჩუნოთ იმპულსი, რომ წინ ვიაროთ. - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ
გიორგიმ პენატლი თავად მოიპოვა და გაიტანა კიდეც. საგოლე გადაცემა კი სწორედ ალექსანდრ ლაკაზეტზე გააკეთა და ფრანგს ცარიელ კარში გაატანინა, ლაკაზეტმა გოლი მიქაუტაძის სტილში აღნიშნა. მხოლოდ ლიგა 1-ში, ქართველ ფორვარდს 9 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე გადაცემა შესრულებული.