მიქაუტაძე: "ხელიდან მოსაგები თამაში გავუშვით"
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის 32-ე ტურში "ლიონმა" საკუთარ კედლებში "ლანსთან" (1:2) წააგო. ქულების ეს დაუგეგმავი დაკარგვა ლიონს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს. გუნდი მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა მხოლოდ მათ ხელში აღარაა. ლიონის მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, სწორედ ქართველმა ისაუბრა მატჩის შემდეგ მედიასთან.
ამ მატჩის მოგება ნებისმიერ ფასად გვინდოდა. არ გამოვიდა და ახლა ამით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ცუდი ისაა, რომ ახლა არ ვიცით რას იზამენ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის სხვა პრეტედენტები, ჩვვენ ისღა დაგვრჩენია 2 შეხვედრაში 6 ქულა ავიღოთ.
ისინი თავს დაბალი ბლოკით იცავდნენ, გვქონდა მომენტები და ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, ასევე შეიძლებოდა მათ მიერ გატანილი გოლების თავიდან აცილებაც.
ვიციი, რომ რთულია, თუმცა ახლა მონაკოში უნდა ჩავიდეთ და იქიდან 3 ქულა წამოვიღოთ. ჩვენ არასდროს ვნებდებით. - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ
54 ქულის მქონე და მე-7 ადგილზე მყოფი ლიონი, მომდევნო ტურში, სტუმრად "მონაკოს" ეთამაშება. მონაკოს 58 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ასე რომ, ამ თამაშს მასპინძლებისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება.