Belive

მილნერი | იმედია სუპერ ლიგის პროექტი არ განხორციელდება

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში "ლიდსი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. "ელანდ როუდზე" გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში, ჯეიმს მილნერმა ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეა გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი არ განხორციელდება. მილნერი, რომლის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა "იორკშირელების" შემადგენლობაში დაიწყო, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და კომენტარის გაკეთების დროს, ჩვეული თავშეკავება გამოავლინა.

"მე მხოლოდ საკუთარი აზრის დაფიქსირება შემიძლია. არ მომწონს და იმედია სუპერ ლიგის პროექტი არ განხორციელდება. ისევე როგორც სხვები, მეც იგივე მიზეზების გამო არ ვუჭერ მხარს", - აღნიშნა ჯეიმს მილნერმა.
შეგახსენებთ, ევროპის სუპერ ლიგის შექმნის წინააღმდეგ ისეთი სახელოვანი მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები გამოვიდნენ, როგორიცაა: ერიკ კანტონა, გარი ნევილი, რიო ფერდინანდი, მესუთ ოზილი, ანდერ ერერა და სხვა. პროექტის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ მინისტრებიც გამოვიდნენ. UEFA და FIFA კი 12 გრანდის წინაააღმდეგ, რომლებმაც სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს სანქციების დაწესებას გეგმავენ.

ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც ევროპის სუპერ ლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ

სხვა სტატიები