Belive

მიკელ მერინო დარწმუნებულია, რომ არსენალი ამ სეზონში, პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზადაა

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიკელ მერინომ განაცხადა, რომ არსენალი მზადაა, ინგლისის ჩემპიონობას, ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც დაუმატოს და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძოლოს. ასეთი ოპტიმიზმის მიზეზი, გასულ სეზონში, პრემიერ ლიგის 22-წლიანი პაუზის შემდეგ მოგება და ახალი სეზონის წარმატებული სტარტია. "მეთოფეებმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული პირველი 10 მატჩიდან, ცხრა მოიგეს. ჯერჯერობით, ერთადერთი მარცხი, რომელიც არსენალმა იწვნია, ბრაიტონთან 3:0 წაგება იყო. შედეგად, გუნდი მანჩესტერ სიტის სამი ქულით ჩამორჩება და პრემიერ ლიგაში, მეორე ადგილს იკავებს. მიმდინარე სათამაშო ფორმასა და სეზონის მთავარ მიზნებზე საუბრისას, მერინომ განაცხადა.

ეს მართლაც წარმოუდგენელი სერიაა. ვიცით, რომ ისტორიას ვწერთ. იმავდროულად, გვესმის, რამდენად რთულია მატჩების მოგება. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის, პრემიერ ლიგისა და ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაა. ეს მწვრთნელის, გულშემატკივრებისა და ყველა ფეხბურთელის სურვილია. გასულ სეზონში, მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით. ამან დაგვანახა, რომ ამისთვის მზად ვართ. ახლა ყველაფერი დეტალებზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, საჭირო მომენტებში სათანადოდ მოვემზადოდ და მზადყოფნა გამოვავლინოთ. - მიკელ მერინო

როგორც ჩანს, გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილმა მარცხმა, გუნდის მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა. არსენალის ფეხბურთელებს ახალ გადაწყვეტილი აქვთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. "მეთოფეები", პრემიერ ლიგაში, მომდევნო მატჩს ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ ჩაატარებენ. ჩემპიონთა ლიგაზე კი, შემდეგ შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდებან.