Belive

მიკელ არტეტა: "მესიზე დიდებული ფეხბურთელი არ დაბადებულა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "არსენალის" 42 წლის მთავარმა მწვრთნელმა - მიკელ არტეტამ, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

არტეტას აზრით, ბევრი დიდებული ფეხბურთელია, რომელიც შეიძლება მესის შეადარო, თუნდაც კრიშტიანუ რონალდუ, პელე, მარადონა და სხვა, თუმცა მესი განსაკუთრებულია.

"როდესაც მესი ფეხბურთში გამოჩნდა, მასზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, მაქამდეც ბევრი ტალანტი იყო გამოჩენილი, რომლებმაც შემდეგ გულშემატკივრების იმედი ვერ გაამართლეს.

მესი ასეთი არ აღმოჩნდა და მადლობა ღმერთს ის საფეხბურთო სამყაროს ჰორიზონტზე გამოჩნდა. მან სრულიად შეცვალა ფეხბურთი. იგი ჩემი და ჩემი 3 შვილის საყვარელი ფეხბურთელია.

ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა, რომ გვქონდა საშუალება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის თამაშისთვის გვეყურებინა. ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესოა.

არიან კრიშტიანუ რონალდუ, პელე და მარადონა, რომლებსაც მესის ადარებენ და ხშირად მიდის დავა იმაზე, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი - ალბათ ამაზე დავა მუდამ გაგრძელდება, თუმცა მესიზე ლამაზი და შთამბეჭდავი ფეხბურთი ჩემთვის არავის უთამაშია.

მის სიდიადეში კი პეპ გვარდიოლამ უფრო დამარწმუნა, რადგან დღე არ გავიდოდა, რომ ვარჯიშებზე ბიჭებისთვის მითითება არ მიეცა, მესისავით უნდა ითამაშოთო. პეპი თითქმის ყოველ დღე მესაუბრებოდა მესის შესახებ და კონკრეტული მაგალითები მოჰყავდა, თუ რას და როგორ აკეთებდა ის ვარჯიშებზე, შემდეგ კი თამაშებზე..." - მიკელ არტეტა

შეგახსენებთ, რომ მიკელ არტეტა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში: "ბარსელონა B-ში"; "პსჟ-ში"; "რეინჯერსში"; "რეალ სოსიედადში"; "ევერტონსა" და "არსენალში" თამაშობდა.

2019 წლიდან კი ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელია, რა პერიოდშიც მან 237 მატჩი ჩაატარა საიდანაც: 143-ჯერ მოიგო, 37-ჯერ მატჩი ფრედ ითამაშა, ხოლო 57-ჯერ დამარცხდა.

სხვა სტატიები