Belive

მიკ მაკარტი: "თბილისში ნათამაშები ფრე შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისში, "დინამო არენაზე" ნათამაშები ფრეს შემდეგ, ირლანდიის ნაკრების თავკაცმა მიკ მაკარტიმ საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება შეაფასა. "ჩვენ დღევანდელ შეხვედრაში ქულები დავკარგეთ. საქართველოს ნაკრებს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ჩვენს მეკარეს თამაშში ჩართვა არ მოუწია.  შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე საქართველოსთან ორ მატჩში 4 ქულის მოპოვებაზე თანახმანი ვიქნებოდით.  შესაძლოა ისე მოხდეს, რომ დღეს დაკარგული ქულა ძვირად დაგვიჯდეს და ჯგუფიდან გასვლაში პრობლემა შეგვიქმნას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ნაკრებს ვეთამაშებოდით, რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა. საქართველოს ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაში გარანტირებული აქვს, ამიტომ მათთვის დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდა"-თქვა ირლანდიის ნაკრების 60 წლის თავკაცმა.

სხვა სტატიები