Belive

მეცი ლიგა 2-ში დაქვეითდა | რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ?

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად "მეცი" "სენტ-ეტიენს" განმეორებით მატჩში, საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა. სტუმრად მათ შეხვერდა 1:2 დათმეს, ამიტომ აუცილებელი იყო ერთი ან მეტი ბურთით გაემარჯვათ.
მეცისთვის ყველაფერი საშინლად დაიწყო, მე-6 წუთზე უხეში თამაშის გამო მოედნიდან პაპე დიალო გააძევეს და ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფ გუნდს თითქოს გამოუვალი მდგომარეობა დაუდგა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მეცს კაცნაკლულობა თითქმის არ შეუმჩნევია და მატჩის მე-17 წუთზე მასპინძლები ლამინე კამარამ დააწინაურა. ზუსტად 5 წუთში გიორგი მიქაუტაძემ დრიბლინგი წამოიწყო, 2 მეტოქეს გაექცა და საჯარიმოში შესული წააქციეს. მსაჯმა პენალტი დანიშნა და ქართველმა თავდამსხმელმა თავადვე ზუსტტად შეასრულა. ლეო პეტრომ ანგარიშის შემცირება პირველივე ტაიმში მოახერხა და მატჩის ძიირითადი დრო ზუსტად ისეთივე შედეგით დასრულდა, როგორც პირველი მატჩი.

საქმე იქით მიდიოდა, ლიგა 1-ში მოთამაშის ბედი პენალტების სერიას უნდა გადაეწყვიტა, თუმცა მეცის ბოლომდე ძალაგამოცლილი მცველების შეუთანხმებელი თამაშით, 117-ე წუთზე ანგარიში იბრაჰიმა ვაჯიმ გაათანაბრა, შედეგად, სენტ-ეტიენი ლიგა 1-ს 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

გიორგი მიქაუტაძემ sofascore-ის მიხედვით 7.5 ქულა დაიმსახურა, whoscored-მა კი ქართველი 7.6-ით შეაფასა. მეცმა გიორგი "აიაქსისგან" 13 მილიონად გამოისყიდა და დიდი ალბათობით, ქართველი სხვა კლუბში გადავა, რადგან საფრანგეთშიც არიან მისი მსურველები. მიქაუთაძემ ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა თანაც ისე, რომ საფრანგეთში ზამთრის საატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა.

სხვა სტატიები