მეტოქე წინააღმდეგია - გადაიდება თუ არა პარი სენ-ჟერმენის თამაში?!
პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის პროფესიულ საფეხბურთო ლიგას (LFP) მატჩის გადადების მოთხოვნით მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მიმართა. პარიზული გრანდის წარმომადგენლები მიზეზად ამჯერადაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასამართ მატჩს ასახელებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ფრანგული ფეხბურთის მმართველი ორგანო თხოვნას კვლავ დააკმაყოფილებს.
მანამ, სანამ კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, პარი სენ-ჟერმენის მეტოქემ მოთხოვნა გააპროტესტა. ლანსი, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება მიიჩნევს, რომ პარიზელების ეს მოთხოვნა სამართლიანობის პრინციპსა და Fair Play-ს წესებს ეწინააღმდეგება.
🚨 𝗟𝗔 𝗟𝗙𝗣 𝗣𝗢𝗨𝗥𝗥𝗔𝗜𝗧 𝗧𝗥𝗘̀𝗦 𝗕𝗜𝗘𝗡 𝗗𝗘́𝗖𝗜𝗗𝗘𝗥 𝗗𝗘 𝗥𝗘𝗣𝗢𝗥𝗧𝗘𝗥 𝗟𝗘𝗡𝗦-𝗣𝗦𝗚 𝗦𝗔𝗡𝗦 𝗟’𝗔𝗖𝗖𝗢𝗥𝗗 𝗗𝗘𝗦 𝗦𝗔𝗡𝗚 𝗘𝗧 𝗢𝗥. 🤯
— Actu Foot (@ActuFoot_) March 24, 2026
Le Conseil d’Administration se réunit ce jeudi pour statuer.
𝗜𝗟 𝗘𝗦𝗧 𝗦𝗢𝗨𝗩𝗘𝗥𝗔𝗜𝗡 𝗣𝗢𝗨𝗥 𝗨𝗡𝗘 𝗧𝗘𝗟𝗟𝗘… pic.twitter.com/vYdzqUGqAw
იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგა პარი სენ-ჟერმენის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ლანსსა და პსჟ-ს შორის ჩანიშნული მატჩი 11 აპრილს ჩატარდება. ამ შემთხვევაში პარიზელებს დროის მცირე მონაკვეთში 3 ურთულესი დაპირისპირების გამართვა მოუწევთ.
8 აპრილი | პსჟ - ლივერპული
11 აპრილი | ლანსი -პსჟ
14 აპრილი | ლივერპული - პსჟ
L'Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისია გადაწყვეტილებას 24 მარტს, დღის ბოლომდე მიიღებს. წესდების თანახმად, პროფესიულ საფეხბურთო ლიგას უფლება აქვს, მატჩი მეტოქე გუნდის თანხმობის გარეშეც გადადოს.
პარი სენ-ჟერმენს წელს ერთი შეხვედრა უკვე გადაუდეს - ლუის ენრიკეს გუნდს ჩელსისთან მატჩამდე ნანტთან უნდა ეთამაშა, ეს დაპირისპირება კი 22 აპრილამდე გადაიდო.